საფრანგეთმა ებოლას პირველი შემთხვევა დაადასტურა - ვირუსი ექიმს აღმოაჩნდა, რომელიც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან, ჰუმანიტარული მისიიდან დაბრუნდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ექიმი "დაუყოვნებლივ სპეციალიზებულ დაწესებულებაში" გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ებოლას აფეთქების შესახებ გასულ თვეში განაცხადა, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ვირუსი ქვეყანაში რამდენიმე კვირით ადრე ცირკულირებდა.

ცენტრალური აფრიკის ამ ქვეყანაში ვირუსით 260-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 1000-ზე მეტია.