ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კომერციული სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის სამუშაო ვიზების გაცემა შეაჩერა, - ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ავრცელებს.

მარკო რუბიოს განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების გზებზე დიდი სატვირთო მანქანების მართვისას, უცხოელი მძღოლების მზარდი რაოდენობა საფრთხეს უქმნის ამერიკელების სიცოცხლეს.