დრონმა ზელენსკის თვითმფრინავს საფრთხე შეუქმნა, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი მოლდოვიდან ოსლოში მიემგზავრებოდა. საკითხზე მედიას ინფორმაცია ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა მიაწოდა.

უკრაინულმა მხარემ დაადასტურა, რომ როდესაც ზელენსკის ხომალდი კიშინიოვის აეროპორტში ასაფრენად ემზადებოდა, მოლდოვის საჰაერო სივრცეში რუსული რეაქტიული დრონი შევიდა. ინციდენტის გამო პრეზიდენტის რეისი შეყოვნდა, აეროპორტმა კი ფრენები დროებით შეაჩერა.

პარალელურად, მოლდოვის პოლიციამ ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი, ასაფეთქებელი ნივთიერებით აღჭურვილი უპილოტო აპარატი აღმოაჩინა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისს მომხდარზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.