მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა AfD-ს რეგიონულ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, ფრიდრიხ მერცმა მასთან დაგეგმილი სატელეფონო საუბარი გააუქმა. აღნიშნული გადაწყვეტილება გერმანიის კანცლერმა Truth Social-ზე ტრამპის პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში მიიღო. მერცის წარმომადგენელმა კი საუბრის გაუქმების მიზეზი არ დაასახელა, თუმცა AFP-ის ჟურნალისტების კითხვებზე პასუხად აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება გრაფიკის ცვლილებას არ უკავშირდება.
ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" გამარჯვება "ნამდვილად დიდებულ საღამოდ" შეაფასა. მან ასევე გამოიყენა აბრევიატურა MGGA, რომელიც, სავარაუდოდ, მისი ცნობილი სლოგანის, "გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული", გერმანიაზე მორგებული ვერსიაა.
AFP-ის ინფორმაციით, მერცის წარმომადგენელმა ტრამპის განცხადებაზე პირდაპირი პასუხი არ გასცა და თავი შეიკავა კომენტარისგან, არსებობდა თუ არა კავშირი ამ განცხადებასა და სატელეფონო საუბრის გაუქმებას შორის. თუმცა აღნიშნა, რომ კანცლერი "ზოგადი ფორმით" ხშირად აპროტესტებდა "შიდაპოლიტიკურ ვითარებაში ჩარევას ან კომენტარის გაკეთებას, განსაკუთრებით არჩევნებთან დაკავშირებით".
