პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ "რესპუბლიკელები" ნოემბრის შუალედურ არჩევნებში კონგრესზე კონტროლს შეინარჩუნებენ, ყველა ზრდასრულ ამერიკელს 5000 დოლარის ოდენობით "ტრამპის დივიდენდს" გადასცემს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ტრამპის მხრიდან ეს უპრეცედენტო მცდელობაა, ამომრჩევლები მისი პარტიის მხარდაჭერაში დაარწმუნოს.
ტრამპმა წინადადების შესახებ "რესპუბლიკური" პარტიის ისტორიაში პირველ ყრილობაზე განაცხადა, რომელიც შუალედური არჩევნებს ეძღვნებოდა. მედიის განმარტებით, ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ როგორ განხორციელდება გადახდები და იქნება თუ არა ის კანონიერი.
იმის გათვალისწინებით, რომ შეერთებულ შტატებში დაახლოებით 270 მილიონი ზრდასრული ადამიანი ცხოვრობს, ამ იდეის განხორციელება დაახლოებით 1,35 ტრილიონი დოლარი დასჭირდება.
გამოცემის ინფორმაციით, ტრამპის სიტყვით გამოსვლა 1 საათი და 45 წუთი გაგრძელდა. ტრამპმა თავისი პრეზიდენტობის ორ წელს, "პრეზიდენტობის ისტორიაში უდიდესი ორი წელი" უწოდა, რითაც საკუთარი თავი არჩევნების მთავარ ფიგურად წარმოაჩინა, მიუხედავად მისი, რომ მისი პოპულარობა მცირდება.
