მსოფლიოში Covid19-ის ახალი შტამი სახელწოდებით Arcturus გავრცელდა. ჯანმოს ცნობით, Arcturus, იგივე XBB.1.16 ომიკრონის ახალი ქვევარიანტია.

ვირუსის ეს სახეობა მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა, მათ შორის აშშ-ში, ყველაზე სწრაფად კი ინდოეთში ვრცელდება, სადაც მხოლოდ ორშაბათს 60 313 აქტიური შემთხვევა დაფიქსირდა.

 

Arcturus ვარიანტის, იგივე XBB.1.16 -ის სიმპტომია მაღალი სიცხე და ხველება, ჩაწითლებული თვალები, 
ვირუსი ასევე იწვევს ქუთუთოების ანთებას, რამაც შეიძლება თვალების სიწითლზე და ქავილი გამოიწვიოს.

გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიხედვით, COVID-19-ის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები ჯერ კიდევ არის:

ცხელება ან შემცივნება
ხველა
ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება
დაღლილობა
კუნთების ან სხეულის მტკივილი
თავის ტკივილი
გემოს ან სუნის დაკარგვა
ყელის ტკივილი
გულისრევა ან ღებინება
დიარეა

წყარო: "მთავარი"