ნორვეგიის სათხილამურო ფედერაციის ცნობით, ოლიმპიური ჩემპიონი სათხილამურო კროსში აუდუნ გრონვოლდი, მეხის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. ის 49 წლის იყო. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ნორვეგიელს მეხმა მთიან რეგიონში დასვენების დროს დაარტყა და ის რამდენიმე დღის შემდეგ, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გრონვოლდი ნორვეგიის ალპური სათხილამურო ნაკრების წევრი იყო, სანამ ფრისტაილსა და სათხილამურო კროსზე გადავიდოდა. 1999 წელს, მან ალპურ სათხილამურო სრიალში მსოფლიო თასის მედალი მოიპოვა და ესპანეთის ქალაქ სიერა-ნევადაში დაღმართზე მესამე ადგილი დაიკავა.
2010 წლის ვანკუვერის ოლიმპიურ თამაშებზე, გრონვოლდმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.