კათოლიკური ეკლესიის მეთაურად მოღვაწეობის პირველი წლისთავის აღსანიშნავად წარმოთქმულ მიმართვაში, პაპმა ლეო XIV-მ ღმერთს მიმართა, რათა მან მსოფლიო ლიდერები გლობალური დაძაბულობის შემსუბუქებაზე და სიძულვილის შემცირებაზე შთააგონოს. ინფორმაცის Reuters-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, მიმართვა ვატიკანში, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შეხვედრის მეორე დღეს გაკეთდა.
ლეომ მორწმუნეებს მოუწოდა, ილოცონ მსოფლიოს მთავრობებისთვის, რათა მათ უარი თქვან ძალადობაზე.
"შევუერთდები ლოცვებს, რათა ღმერთი შეეხოს მათ გულებს, დაამშვიდოს მტრობა და ძმათამკვლელი სიძულვილი. გაანათლოს ისინი, ვისაც სახელმწიფოს მართვაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია", - განაცხადა რომის პაპმა.
