პროკურორები ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილის სიკვდილით დასჯას მოითხოვენ - 22 წლის ტაილერ რობინსონს ბრალი ოფიციალურად უკვე წაუყენეს.
მას, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის გარდა, სისხლის სამართლის ექვსი მუხლის დარღვევას ედავებიან - მათ შორის არის ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, მოწმეებზე ზეწოლა და ბავშვების თანდასწრებით ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა.
რობინსონი სასამართლო პროცესს ციხიდან, დისტანციურად დაესწრო და მხოლოდ საკუთარი სახელი და გვარი წარმოთქვა. შემდეგი სასამართლო პროცესი 29 სექტემბერს გაიმართება.