პორტუგალიაში, "მკვლელი ვეშაპების" გუნდი ორ ტურისტულ იახტას დაესხა თავს. ვეშაპებმა Fonti da Telya Beach-ის სანაპიროზე ერთი იახტის ჩაძირვა შეძლეს. 

მედიის ცნობით, ვიდრე შემთხვევის ადგილზე მაშველები მივიდნენ, ორივე იახტაზე მყოფი 9 ტურისტი ახლოს მდებარე გემებმა გადაარჩინეს.

აღნიშნულმა ინციდენტმა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში "მკვლელი ვეშაპების" გემებზე თავდასხმის გრძელი სია შეავსო. მათ შორის, გემები თავდასხმების სამიზნე გახდნენ ბისკაის ყურეში, მაროკოს სანაპიროზე, ჩრდილოეთ ზღვაში და სხვა ადგილებში.

მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომ ესხმიან გემებს "მკვლელი ვეშაპები". როგორც მედია იუწყება, აღმოჩნდა, რომ ადამიანებს უაღრესად ინტელექტუალური არსებების არასწორად ესმით და სინამდვილეში, "მკვლელი ვეშაპები" უბრალოდ თამაშობენ.

ესპანეთში ვეშაპისნაირების კონსერვაციის, ინფორმაციისა და კვლევის განყოფილების (Circe) პრეზიდენტმა, რენო დე სტეფანისმა განაცხადა, რომ "ეს ქცევა თამაშია და არა აგრესიული სტილი".

"ის, რაც იბერიულ მკვლელ ვეშაპებსა და გემებს ემართებათ, არ არის თავდასხმა, აგრესია, მტაცებლობის ან ტერიტორიული თავდაცვის გამოვლინება", - განუცხადა მან Daily Mail-ს.