NASA-s თანამგზავრიდან გადაღებული ბოლოდროინდელი ფოტოების თანახმად, სამხრეთ-აღმოსავლეთ ალასკაზე, მყინვარის დნობის შედეგად წარმოქმნილი ტბის შუაგულში სრულიად ახალი კუნძული იქმნება.
მედიის ინფორმაციით, ეს 2 კვადრატული მილის ფართობის კუნძული პატარა მთაა, რომელიც ცნობილია "პროუ-ნობის" სახელით. ოდესღაც ის გარშემორტყმული იყო გაყინული სივრცით, რომელიც ცნობილი იყო როგორც "ალსეკის" მყინვარი. მყინვარის დნობისა და უკან დახევის შემდეგ, წყალმა რეგიონი დატბორა.
ამ ზაფხულს, თანამგზავრები "პროუ-ნობს" აკვირდებოდნენ, რომელიც საბოლოოდ, გაფართოებული "ალსეკის" ტბაში მარტოხელა მიწის ნაკვეთად იქცა.
ექსპერტების თქმით, ასეთი ტრანსფორმაციები კლიმატის ცვლილების დამახასიათებელი ნიშანია, რადგან ტემპერატურის მატება და ყინულის დნობა მკვეთრად ცვლის სანაპირო ზოლს მთელ მსოფლიოში, ზოგჯერ კი - ლანდშაფტებსაც კი.