"კურიერისთვის" ინფორმაციით, 700 მილიონამდე უცხოური ვალუტის გათეთრების უპრეცედენტო საქმეზე დაკავებულის ვინაობა ცნობილია. დაკავებულია შპს "ფინის" დირექტორი კახა კოტორაშვილი.
49 წლის მამაკაცს, 2022-24 წლებში, უპრეცედენტო მასშტაბის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ადანაშაულებენ.
გამოძიების ინფორმაციით, მან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საფარქვეშ, შექმნა ფულის გათეთრების უკანონო ქსელი. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს დიდი რაოდენობის თანხა ქვეყანაში მანქანაში მოწყობილი სამალავებით შემოჰქონდათ.
ამავე საქმეზე განცხადება გაავრცელა ეროვნულმა ბანკმა. სებ-ში თქვეს, რომ თანამშრომლობდნენ შესაბამის უწყებებთან და ჩართულები არიან საგამოძიებო პროცესში.