არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ მკლავჭიდელს, ხატია ვიბლიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გირაოს სახელმწიფო ბრალდება ითხოვდა.

ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, ნანობს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.

პროკურორის ამბობს, რომ ხატია ვიბლიანმა 15 წლის მოზარდს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.