საფრანგეთის მასშტაბით, დემონსტრაციები 30-ზე მეტ ქალაქში იმართება. როგორც BBC წერს, აქციები გაიმართება ისეთ ქალაქებში როგორიცაა მარსელი, ნიცა, ნანტი, ლიონი და პარიზი.
მედიის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ საპროტესტო მსვლელობაში 40 000-მდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.
ამასთან, Sky News-ი წერს, რომ საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი პროკურორებს შეხვდა, რათა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული სასამართლო პროცესების მიმდინარეობა განეხილათ.
მედიის ცნობით, დაკავებულია 5000-ზე მეტი ადამიანი, რომელთაგან 4 400-ზე მეტი ბავშვია.
საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა ჟერალდ დარმანინმა განაცხადა, რომ სამართალდამცველი ორგანოების რეაგირება "მტკიცე, მაგრამ მოზომილი" იყო და ბრალდების წაყენების შემდეგ მხოლოდ 14 ადამიანი დატოვეს წინასწარ პატიმრობაში.
