სირიაში სამთავრობო და ქურთულმა დემოკრატიულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადეს. ალეპოში მიმდინარე შეტაკებების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. ცეცხლის შეწყვეტის მიზანია, დაპირისპირების შედეგად იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა საცხოვრებელ სახლებს სტაბილურ და მშვიდობიან გარემოში დაუბრუნდეს.

მხარეებს შორის უთანხმეობის მიზეზი იმ შეთანხმების შეუსრულებლობა გახდა, რომელიც სირიის ქურთული დემოკრატიული ძალების ინტეგრაციას სახელმწიფო სტრუქტურებში ითვალისწინებდა, თუმცა შეთანხმების მიღწევა ამ დრომდე შეუძლებელია განსხვავებული შეხედულებების არსებობის გამო.