"დღეს მსოფლიო ზეიმობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა,  დონალდ ტრამპმა უზრუნველყო კიდევ ოთხი ისრაელელი მძევლის გათავისუფლება",- ასე ეხმაურება თეთრი სახლი „ჰამასის“ მიერ ოთხი ისრაელელი მძევლის გათავისუფლებას.

"დღეს მსოფლიო ზეიმობს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა უზრუნველყო კიდევ ოთხი ისრაელელი მძევლის გათავისუფლება, რომლებიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში „ჰამასის“ მიერ, მათი ნების საწინააღმდეგოდ, საშინელ პირობებში იყვნენ დაკავებული.

ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ზეწოლას თავის შესანიშნავ პარტნიორთან, ისრაელთან ერთად, ყველა დარჩენილი მძევლის გათავისუფლებისთვის და რეგიონში მშვიდობის დამყარებისკენ სწრაფვას“, – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.