პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა თავისი ბომბდამშენები დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების RAF Fairford-ის ბაზიდან გაიყვანა, რადგან ობიექტის წინააღმდეგ არსებული "კონკრეტული საფრთხეები" არსებობდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კვირას პენტაგონმა დაადასტურა, რომ ბომბდამშენები - დაახლოებით ათეული B-1 ტიპის თვითმფრინავი - ბაზიდან შეერთებულ შტატებში, მათი მუდმივი დისლოცირების ბაზებზე გადაიყვანეს.
ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მ იცოდა იმ "საფრთხის" შესახებ, რის გამოც მათ ბომბდამშენები გადაიყვანეს.
ამერიკული მედიის ცნობით, გადაწყვეტილება დაზვერვის მონაცემებს ეფუძნებოდა, რომლებიც მიუთითებდა, რომ ირანი დრონებით თავდასხმას ამზადებდა. როგორც BBC წერს, მათ ეს ინფორმაცია ვერ დაადასტურეს და ტრამპმაც კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
მედიის ინფორმაციით, იმ საფრთხის ზუსტი ბუნება, რამაც RAF Fairford-ის ბაზიდან თვითმფრინავების გაყვანა გამოიწვია, გაურკვეველი რჩება, თუმცა ვაშინგტონში წყაროებმა BBC-ს განუცხადეს, რომ შესაძლოა საქმე ირანთან საომარი მოქმედებების განახლების შემთხვევაში, ძვირადღირებული და მნიშვნელოვანი საფრენი აპარატების წინააღმდეგ საბოტაჟის ან თავდასხმის მცდელობას ეხებოდეს.
