4 ოქტომბრის დამხობის ორგანიზატორთა მხრიდან დანაშაულის აღიარება ახალი დაპირისპირების მიზეზია ოპოზიციაში.

ნაწილი დანაშაულის მონანიებას მიესალმება ნაწილი კი მსჯავრდებულებს მწვავედ აკრიტიკებს. მათ შორის არის თამარ ჩერგოლეიშვილი. საპროცესო შეთანხმებაზე პროკურატურისთვის მიმართვას უღირს საქციელს უწოდებს პაატა ბურჭულაძის შვილიც.

"საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში სრულიად სამართლიანად და ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზე", - წერს "ფედერალისტური პარტიის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე თამარ ჩერგოლეიშვილი.

ძალადობრივი აქციების ორგანიზატორებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ დანაშაული გუშინ აღიარეს. საპროცესო შეთანხმებას ითხოვს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ რამდენიმე პირი.