საფრანგეთსა და ბელგიაში მოსწავლეების და სტუდენტების პროტესტი მასშტაბურ შეტაკებებში გადაიზარდა. არიან დაშავებულები. ქალაქ ლენსში, აქციის დაშლისას, 15 წლის მოსწავლემ ხელის მტევანი დაკარგა. ასობით ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.
საფრანგეთში, პროტესტის დაწყებიდან დღემდე, დაკავებულია 5 ათასზე მეტი პირი, უმრავლესობა არასრულწლოვანია.
"ვფიქრობ, მოსწავლეების მიმართ ძალადობა აშკარაა. მედია პოლიციის სისასტიკეზე საკმარისად არ საუბრობს. სამართალდამცველებმა წესრიგი და მშვიდობა უნდა დაიცვან, თუმცა, ისინი ძალაუფლებას ბოროტად იყენებენ. დღეს დილით, 15 წლის მოსწავლემ აქციაზე ხელი დაკარგა. ბავშვისთვის ხელის მოგლეჯა მიუღებელია. ეს არ არის ჩვენი დამცველი პოლიციის ნორმალური ქცევა. გარდა ამისა, მრჩება შთაბეჭდილება, რომ მედია მოსწავლეების პრობლემებს სათანადოდ არ აშუქებს", - აცხადებს ელიეს ელ ბუჰტი, 17 წლის მოსწავლე.
პროტესტის მიზეზი განათლების სისტემაში არსებული პრობლემებია ქვეყნის მასშტაბით საგანმანათლებლო სექტორში საყოველთაო გაფიცვაა.
განათლების რეფორმის წინააღმდეგ გამოსვლებია ბელგიაშიც.
