პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გახანგრძლივებისა და ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის შესახებ შეთანხმების მიღწევას, მომდევნო კვირის განმავლობაში შეძლებს.

"ყველაფერი კარგად გამოიყურება, ყველაფერი კარგად გამოიყურება“, - განუცხადა მან ABC News-ის ვაშინგტონის მთავარ კორესპონდენტს ჯონათან კარლს სატელეფონო საუბრისას.

„დღეს პატარა ხარვეზი იყო, მაგრამ ძალიან სწრაფად გამოვასწორე, როგორც, ალბათ, უკვე შენიშნეთ“, - თქვა ტრამპმა.

პრეზიდენტის თქმით, პრობლემა ის იყო, რომ ირანელები უკმაყოფილო იყვნენ ისრაელის ლიბანზე თავდასხმებით.

„ამიტომ, ველაპარაკე "ჰეზბოლას" და ვუთხარი, რომ სროლა აკრძალულია, ასევე ვესაუბრები ბიბის [ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს] და ვუთხარი, რომ სროლა არ მომხდარიყო და ორივემ შეწყვიტა ერთამენთის მისამართით სროლა“, - აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპმა განმარტა, რომ ირანთან სამშვიდობო შეთანხმება შეიძლება „სამხედრო გამარჯვებაზე უკეთესიც კი იყოს“.

სრუტის ხელახლა გახსნის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის დასრულებისა და შეთანხმების ვადებთან დაკავშირებით, ტრამპმა განაცხადა: "ვფიქრობ, საუბარი მომავალ კვირაზე მიდის“.