აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ Coca-Cola აშშ-ში გასაყიდ სასმელებში ნამდვილი ლერწმის შაქრის გამოყენებას დათანხმდა.
მედიის ცნობით, Coca-Cola თავის ამერიკულ პროდუქტებში სიმინდის სიროფს იყენებს, თუმცა ტრამპის ჯანდაცვის მდივანმა, რობერტ ფ. კენედი უმცროსმა, შეშფოთება გამოთქვა ინგრედიენტის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შესახებ.
"მე ვესაუბრე Coca-Cola-ს, აშშ-ში თავიანთ პროდუქციაში ნამდვილი ლერწმის შაქრის გამოყენების შესახებ და ისინი დათანხმდნენ ამის გაკეთებას“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ მედიაში. "მინდა, მადლობა გადავუხადო Coca-Cola-ს ყველა ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფს", - დასძინა პრეზიდენტმა.
მიუხედავად იმისა, რომ Coca-Cola-ს წარმომადგენელმა პირდაპირ არ დაადასტურა რეცეპტის ცვლილებები, განაცხადა, რომ კომპანია "აფასებს პრეზიდენტ ტრამპის ენთუზიაზმს“ და რომ "მალე გამოქვეყნდება მეტი დეტალი Coca-Cola-ს პროდუქციის ხაზში ახალი ინოვაციური შეთავაზებების შესახებ".