აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. საუბარი შეეხებოდა ირანთან აშშ-ის მოლაპარაკებების მიმდინარეობას და იმას, თუ რამდენად მალე უნდა განახლდეს სამხედრო მოქმედებები, - ამის შესახებ გამოცემა Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.
წყაროების ცნობით, ნეთანიაჰუ ტრამპს მოუწოდებს, ირანზე დარტყმა სამშაბათს დაგეგმილი შუალედური არჩევნების დასრულების შემდეგ განახორციელოს, თუმცა, ტრამპს სურს, მოლაპარაკებებს გაგრძელების შესაძლებლობა მისცეს. ეს სტრატეგია კი ნეთანიაჰუს შეშფოთებას იწვევს.
მედიის ცნობით, ისრაელელმა წყარომ სატელეფონო საუბარს "რთული" უწოდა, ხოლო ამერიკელმა წყარომ ის "პირდაპირ" საუბრად შეაფასა.
გასულ კვირას, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ირანის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელს, მოჰსენ რეზაის წერილი გაუგზავნა. წერილში საუბარი იყო მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობაზე. ეს აშშ-სა და ირანს შორის თვეების განმავლობაში პირველი მაღალი დონის კონტაქტი იყო.
შაბათს ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები "კარგად მიმდინარეობს" და აღნიშნა, რომ "განსაკუთრებულად არ ჩქარობს".
