ოთხშაბათს გამოქვეყნებულ საბოლოო ანგარიშში, ეროვნული სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭომ (NTSB), 2023 წელს წყალქვეშა ნავ Titan-ის კატასტროფული აფეთქების მიზეზად, OceanGate-ის "არასაკმარისი საინჟინრო პროცესები" დაასახელა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
"ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ OceanGate-ის მიერ Titan-ის დიზაინში გამოყენებული საინჟინრო პროცესები არასაკმარისი იყო და შედეგად მივიღეთ ნახშირბადის კომპოზიტური წნევის ჭურჭელი, რომელსაც მრავალი დეფექტი ჰქონდა და არ აკმაყოფილებდა სიმტკიცისა და გამძლეობის საჭირო მოთხოვნებს", - ნათქვამია NTSB-ის 87-გვერდიან ანგარიშში.
წყალქვეშა ნავი 2023 წლის 18 ივნისს, 88-ე ჩაყვინთვის დროს აფეთქდა, რის შედეგადაც მის ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა. ისინი ტიტანიკის ჩაძირული ნარჩენების დასათვალიერებლად მიემართებოდნენ.
ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს (NTSB) საბოლოო ანგარიშის თანახმად, Titani მე-80 და 82-ე ჩაყვინთვის პერიოდში დაზიანდა და მისი მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა, სანამ 88-ე ჩაყვინთვის დროს არ დაიშალა.