ავიაკატასტროფა ჰონკონგის აეროპორტში - დაშვებისას სატვირთო თვითმფრინავი საფრენი ბილიკიდან გადავიდა, საპატრულო მანქანას შეეჯახა და ზღვაში გადავარდა. შემთხვევას მანქანაში მყოფი ორივე პოლიციელი ემსხვერპლა.

ინციდენტს გადაურჩა თვითმფრინავში მყოფი ოთხივე წევრი. მიმდინარეობს გამოძიება.