გახარიას პარტია პარლამენტში შედის. თანაპარტიელებისადმი პარტიულ ჩატში გაგზავნილი გიორგი გახარიას მიმართვა "პრაიმ ტაიმმა" გაავრცელა.
"მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვიყენოთ ეროვნულ დონეზე პარლამენტის, ხოლო ადგილობრივ დონეზე საკრებულოს მანდატები" - ნათქვამია ტექსტში.
გახარია წერს, რომ საკითხი პოლიტ საბჭოს სხდომაზე განიხილეს და გადაწყვიტეს, რომ პარლამენტის ბოიკოტმა შედეგი ვერ გამოიღო და მივიდნენ დასკვნამდე, რომ პარტიამ უნდა გამოიყენოს მათ ხელთ არსებული კანონიერი ინსტრუმენტი.
"დილა მშვიდობის მეგობრებო, გუშინ საღამოს გაიმართა ჩვენი პარტიის პოლისტაბჭოს სხდომა, სადაც განვიხილეთ როგორც საპარლამენტო ისე საკრებულოს მანდატების გამოყენების საკითხი. ფაქტია, რომ პარლამენტის ბოიკოტმა "ოცნება" ვერ შეაჩერა და ვერ მოახდინა ხელისუფლების მიერ ქვეყნისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების პრევენცია. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ჩვენ, აქამდე გამოვიყენეთ ყველა ჩვენს ხელთ არსებული მშვიდობიანი, დემოკრატიული და კანონიერი გზა "ოცნების" წინააღმდეგ საბრძოლველად. პოლიტსაბჭოსთან მსჯელობის შედეგად შევჯერდით, რომ პარტიამ უნდა გამოვიყენოთ ყველა ჩვენს ხელთ არსებული კანონიერო ინსტრუმენტი, იმისთვის, რომ გადავარჩინოთ განსხვავებული აზრი ქვეყანაში. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვიყენოთ ეროვნულ დონეზე პარლამენტის, ხოლო ადგილობრივ დონეზე საკრებულოს მანდატები," - ნათქვამია გახარიას მიერ გაგზავნილ მესიჯში.