ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს არის გადატვირთვის სიგნალი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის გაწვევის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად.

მისივე თქმით, მოქმედმა ელჩმა, ნაცვლად იმისა, რომ ასრულებდეს ხიდის როლს მთავრობებს შორის, "მან აირჩია კედლის როლი ჩვენს ქვეყნებსა და მთავრობებს შორის".

"ზოგადად, ვნახეთ გუშინ განცხადება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ, როგორც ჩანს, გერმანიის ხელისუფლებაში დაფიქრდნენ იმაზე, რომ მოქმედი ელჩი, ნაცვლად იმისა, რომ ასრულებდეს ხიდის როლს მთავრობებს შორის, მან აირჩია კედლის როლი ჩვენს ქვეყნებსა და მთავრობებს შორის, რაც სამწუხაროა. ვხედავდით მისი მხრიდან თავდასხმებს საქართველოს ხელისუფლებაზე, ვხედავდით მისი მხრიდან რადიკალური ჯგუფების მხარდაჭერას, რაც სამწუხარო იყო. მე სხვა დროსაც ვთქვი, 30-წლიანი განსაკუთრებული პარტნიორობა გერმანიის ელჩის ხელში დავიდა ძალიან დაბალ ნიშნულზე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს არის გადატვირთვის სიგნალი. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენი ურთიერთობები გერმანიასთან დაბრუნდეს იქ, სადაც იმსახურებს, რომ იყოს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.