ლუვრის მუზეუმის გაქურდვის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 9:30 საათზე, რამდენიმე ადამიანი აპოლოს გალერეაში ფანჯრის ჩამსხვრევის შემდეგ შევიდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნეზმა განაცხადა, რომ სამმა ან ოთხმა ქურდმა შენობაში შესაღწევად გარეთ გაჩერებული სატვირთო მანქანის ამწე გამოიყენა.
შიგნიდან შესვლის შემდეგ, ქურდებმა ვიტრინებიდან სამკაულები მოიპარეს და მოტოციკლებით გაიქცნენ. ნუნეზის თქმით, ძარცვა შვიდი წუთი გაგრძელდა.
მოპარული ნივთების დეტალური სია ჯერ კიდევ დგინდება.
სამინისტრო აცხადებს, რომ ეს ნივთები არა მხოლოდ კომერციული ღირებულებისაა, არამედ ფასდაუდებელი ისტორიული და კულტურული ღირებულება აქვთ.