გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ქვეყნის ელჩის, პეტერ ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევა გადაწყვიტა, - ინფორმაციას უწყება სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"მრავალი თვის განმავლობაში, საქართველოს ხელმძღვანელობა აწარმოებდა კამპანიას ევროკავშირისა და პირადად გერმანიის ელჩის, ბატონი ფიშერის წინააღმდეგ. ამიტომ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, ელჩი ფიშერი გამოიწვიოს კონსულტაციებისთვის შემდგომი ნაბიჯების განსახილველად. ხვალ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო განიხილავს საქართველოს საკითხს", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.