ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, რაფაჰის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დახურული დარჩება, ვიდრე "ჰამასი" ყველა მოკლული მძევლის ცხედარს ისრაელს არ გადასცემს.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორშაბათს რაფაჰის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი გაიხსნებოდა. "ჰამასმა" განაცხადა, რომ დღეს, ადგილობრივი დროით 22:00 საათზე, ისრაელს კიდევ ორი მძევლის ცხედარს გადასცემს.

როგორც "როიტერსი" წერს, შეთანხმების ფარგლებში, "ჰამასმა" გაათავისუფლა 20 ცოცხალი მძევალი, თუმცა ისრაელში აცხადებენ, რომ "ჰამასი" ძალიან ნელა უბრუნებს გარდაცვლილი მძევლების ცხედრებს. "ჰამასმა" ისრაელს ამ დრომდე 28-დან 10 ცხედარი დაუბრუნა.