ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და აშშ-ის სხვა ქალაქებში დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება სახელწოდებით "მეფეების გარეშე“.
აქციების ორგანიზატორების თქმით, დემონსტრაციები აშშ-ის მასშტაბით 2 500-ზე მეტ ლოკაციაზე გაიმართება. რესპუბლიკელმა გუბერნატორებმა აშშ-ის რამდენიმე შტატში ეროვნული გვარდიის მობილიზების ბრძანება გასცეს.
ამასთან, დემონსტრაციები მიმდინარეობს დიდ ბრიტანეთსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, გერმანიაში, ესპანეთსა და იტალიაში. ლონდონში, აშშ-ის საელჩოსთან ათასობით ადამიანი შეიკრიბა, დაახლოებით 400-მდე პირი – ბერლინში, ხოლო რომში, პროტესტს 200-მდე დემონსტრანტი გამოთქვამს.