პორტუგალიის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც  „გენდერული ან რელიგიური“ მიზეზების გამო, საზოგადოებრივ ადგილებში ფარანჯის ტარებას კრძალავს. მისი ტარება დიდ ჯარიმას ითვალისწინებს. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

ულტრამემარჯვენე პარტია "ჩეგას“ მიერ შემოთავაზებული კანონი აკრძალავს ისეთი ნივთების ტარებას საზოგადოებრივ ადგილებში, როგორიცაა ფარანჯა (თავიდან ფეხებამდე სრული სამოსი) და ნიქაბი (ისლამური ფარდა, რომელიც ფარავს სახეს, თვალების გარდა).

ამასთან, ფარანჯის ტარება კვლავ დაშვებული იქნება თვითმფრინავებში, დიპლომატიურ მისიებსა და საკულტო ადგილებზე.

აღნიშნული ტანისამოსის საზოგადოებრივ ადგილებში ტარება, კანონპროექტის მიხედვით, 4000 ევრომდე ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.

პრეზიდენტ მარსელო რებელო დე სოუსას კანონპროექტი ჯერ არ დაუმტკიცებია. მას შეუძლია კანონპროექტს ვეტო დაადოს ან საკონსტიტუციო სასამართლოს განსახილველად გადასცეს.