ბათუმში მამა-შვილი ცივი იარაღით დაჭრეს. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.