აშშ-ის ფედერალური ავიაციის ადმინისტრაცია, თვითმფრინავის ტუალეტში კვამლის შესახებ შეტყობინების საქმეს იძიებს. შეტყობინების გამო, მისურის შტატის ქალაქ სენტ-ლუისში ავარიული დაშვება და თვითმფრინავიდან მგზავრების სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა.
ევაკუაციის კადრები მედიაში ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ მგზავრები თვითმფრინავის ფრთიდან ხტებიან და მათ მაშველები ეხმარებიან.
"GoJet Airlines-ის მიერ მართული United Express-ის რეისი 4423 დილის 6:40 საათზე ჩიკაგოს მიმართულებით სენტ-ლუისისლამბერტის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალი აფრენილი იყო, როდესაც "ეკიპაჟმა ტუალეტში კვამლის შესახებ განაცხადა", - აღნიშნა GoJet-ის პრესსპიკერმა ელიზაბეტ დრეიმ.
LiveATC.net-ის აუდიოჩანაწერის თანახმად, აფრენიდან რამდენიმე წუთში პილოტმა საკონტროლო კოშკს განუცხადეს, რომ "ტუალეტში კვამლია". "ჩვენ დავბრუნდებით... შესაძლოა, დაფრენისას ერთ-ერთი სახანძრო მანქანა დაგვჭირდეს". - ისმის ჩანაწერში.
FlightAware-ის მონაცემებით, თვითმფრინავი აეროპორტში აფრენიდან სულ რაღაც 12 წუთში დაბრუნდა.