უკიდურესად რთულია ვითარება ახლო აღმოსავლეთში - აფეთქებების ხმა ისმის ბაჰრეინში, ქუვეითსა და იორდანიაში. ირანის ძალები ამერიკულ ბაზებზე საჰაერო იერიშებს ახორციელებენ.
ბაჰრეინის ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს. ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც შეერთებულმა შტატებმა ირანის სამხრეთ სანაპიროზე 140-მდე სამხედრო ობიექტი დაბომბა.
თეირანმა კი მიზანში ამოიღო მეზობელ ქვეყნებში განლაგებული საჰაერო თავდაცვის სისტემები, რადარები და შეიარაღების საწყობები. კრიზისი ღრმავდება ჰორმუზის სრუტეშიც, სადაც ირანმა საზღვაო ნავიგაცია სრულად შეზღუდა.
