უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება - გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის ძალებმა თავდასხმა განახორციელეს ზაპოროჟიეს, ოდესის და ხერსონის ოლქებზე.

სერიოზულად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, დაიღუპა ერთი და დაშავდა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე.

პარალელურად, უკრაინის ძალებმა მოსკოვის და მოსკოვის ოლქის მიმართულებით 300 დრონი გაუშვეს. სამიზნე გახდა სტავროპოლის მხარეც, სადაც ცეცხლი გაუჩნდა ნავთობბაზას. უსაფრთხოების მიზნით, ფრენებზე შეზღუდვები დაწესდა დომოდედოვოსა და ჟუკოვსკის აეროპორტებში.