იორდანიის სამაშველო ჯგუფის ცნობით, ვენესუელაში 3 წლის ბიჭი გადაარჩინეს, რომელიც ნანგრევების ქვეშ 6 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, იორდანიის საერთაშორისო სამძებრო-სამაშველო ჯგუფმა, კარაკასში, შენობის ნანგრევებიდან კლეიბერ მორანის ამოყვანას სამი საათი მოანდომა. ოფიციალური პირების თქმით, ეს უკიდურესად რთულ ოპერაცია იყო.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, ბავშვს პირველადი დახმარება ადგილზე გაუწიეს, მოგვიანებით კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
