ვენესუელაში მოქმედმა ხელისუფლებამ ციხეებიდან პატიმრების მასშტაბური გათავისუფლების პროცესი დაიწყო.

ამნისტია შეეხებათ ოპოზიციის წარმომადგენლებს და უცხო ქვეყნების მოქალაქეებს.

ქვეყანაში მიმდინარე ვითარებას ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონმა კარაკასის საქმეებში შესაძლოა წლების განმავლობაში მიიღოს მონაწილეობა. სენატმა კი მხარი დაუჭირა რეზოლუციის დამტკიცებას, რომელიც ტრამპს კონგრესის ნებართვის გარეშე ვენესუელის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებების განხორციელებას აუკრძალავს.