დღეს პარლამენტში ახალ საგადასახადო ინიციატივას განიხილავენ. საუბარია ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარის გაუქმებაზე.
ინიციატივას დეპუტატები პირველი მოსმენით, ჯერ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, შემდეგ კი სესიაზე უყრიან კენჭს.
ცვლილების შედეგად, 81 000 მოქალაქეს ქონების გადასახადი სრულად გაუუქმდება, 100 000 ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში კი, განაკვეთი 1% იქნება.
კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ და კვირის ბოლომდე მიიღებენ.
