Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:

 

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 33%

ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო - 19%

კოალიცია ცვლილებისთვის: გვარამია, მელია, გირჩი, დროა - 13%

ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები - 12%

გახარია - საქართველოსთვის - 11%

ლეიბორისტული პარტია - 4%

გირჩი (იაგო ხვიჩია) - 4%

პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო - 3%

სხვა პარტიები - 1%.

ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთითა და დაფინანსებით, ავტორიტეტულმა ამერიკულმა ორგანიზაციამ "ედისონ რისერჩმა" ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა.

 

გამოკითხვა ჩატარდა 17.09-29.09 პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.

 

პირისპირ კვლევის მეთოდით გამოიკითხა 1200 არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.8%, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის.