„მოვიდნენ, რაღაც უწყება უნდა გადმოგცეთო“,- ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა,  გიორგი ვაშაძემ ,,ფეისბუკის,, პირდაპირ  ეთერში განაცხადა. 

ვაშაძის თქმით, იგი  საგამოძიებო ორგანოში დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს. 

„მოვიდნენ, რაღაც უწყება უნდა გადმოგცეთო. მეგობრებო, ვიბრძვით ბოლომდე, ძალა ერთობაშია და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ამ ადამიანებს ყველას საჯაროდ ექნებათ ბოდიში მოსახდელი იმაზე, რაც ახლა ქვეყანაში ხდება. ყველა ახალგაზრდას, ყველას უფლებას დავიცავთ და ყველანი ვიქნებით ერთიანი, რეჟიმი სუსტდება, რეჟიმი მარტივად დასამარცხებელია, წინ ერთიანობით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.