ეს არ არის კონსტიტუციური და საერთოდ ასეთი ფრაზა და სიტყვა - სამხრეთ ოსეთი არ უნდა არსებობდეს ჩვენს კანონმდებლობაში, ვინაიდან ეს არის ცხინვალის რეგიონი, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

"კოლექტიურმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი შეუქმნა, თავისი რეზოლუციების ხელმოწერით, ოკუპანტს, რომ განეხორციელებინა ოკუპაცია. 2006 წელს ჩაატარეს ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნები და "გააპრავეს" ეს სეპარატისტული რეჟიმი. შემდეგ აღუდგინეს ის საზღვრები, რომელიც გაუქმებული იყო ბატონი ზვიად გამსახურდიას მიერ და ამ საზღვრების მიხედვით ხდება დღეს ჩვენთვის მტკივნეული პროცესი, რომელსაც ჰქვია ბორდერიზაცია, შესაბამისად, ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი მათ შექმნეს. ეს არ არის კონსტიტუციური და საერთოდ ასეთი ფრაზა და სიტყვა - სამხრეთ ოსეთი არ უნდა არსებობდეს ჩვენს კანონმდებლობაში, ვინაიდან ეს არის ცხინვალის რეგიონი“, - აცხადებს მაჭავარიანი.