პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა, ნინო ლომჯარიას პოსტი შეაფასა, რომლითაც მან მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ მოუწოდა.

ლაშხის განმარტებით, ლომჯარია ახალგაზრდების ემოციებზე ზემოქმედებს, ამით მათი რუსთველის გამზირზე გამოყვანას ცდილობს, თვითონ კი მშვიდად ზის.

"მისი ეს განცხადება, პირველ რიგში, არის მოწოდება სამართალდარღვევისაკენ, მაგრამ ყველაზე უფრო მძიმე ამ მოწოდებაში არის ის, რომ წინა ფლანგზე გამოჰყავთ ის ახალგაზრდები და მათ ემოციებზე მოქმედებენ, როდესაც წინა ხაზზე გამოჰყავთ და თვითონ ძალიან წყნარად სხედან. მაშინაც, როდესაც ბომბების ცვენისკენ მოუწოდებდა, ჩვენ ვნახეთ, რომ ის მის პატრონებთან იყო გაქცეული. ეს არის დანაშაული, როგორც საკუთარი პასუხისმგებლობის წინაშე, ასევე ქვეყნის მიმართ დიდი დანაშაულია, როდესაც მოუწოდებ, რომ სხვამ დაარღვიოს სამართალი, შენ კი წყნარად ზიხარ. მათ ასევე ქვეყნის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლა აქვთ გამოცხადებული, რასაც მომავალი არ აქვს", - განაცხადა მარიამ ლაშხმა.