პარლამენტის საშემოდგომო სესიის გახსნისას ერთ-ერთი მთავარი საკითხი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე, მამუკა მდინარაძის არჩევა იქნება.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" კანონისა და რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტი სუსის ხელმძღვანელს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით ირჩევს.
"მამუკა მდინარაძეს წარდგენა არ სჭირდება - მას ძალიან კარგად იცნობს ჩვენი ქვეყანა, ის არის მაღალი დონის პროფესიონალი, მას აქვს საგამოძიებო სტრუქტურებში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება, ის არის საკუთარი ქვეყნის გამორჩეული პატრიოტი.
ყველა ის ხელმძღვანელისთვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევა, მაღალი დონის პროფესიონალიზმი და გამორჩეული პატრიოტიზმი, ლიდერობის გამორჩეული უნარი, ბუნებრივია, მას აუცილებლად წაადგება იმ ძალიან მნიშვნელოვანი სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებაში, რასაც ჰქვია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობა," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარუდგინა. მამუკა მდინარაძეს საგამოძიებო უწყებებში და საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებაა აქვს.