ვიეტნამმა, ტაიფუნ "კაჯიკის" მოახლოების გამო, 586 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გასცა.
სინოპტიკოსების თქმით, ქარის სიჩქარემ საათში 166 კმ-ს მიაღწია და მოსალოდნელია, რომ ორშაბათს დილით ხმელეთზე გამოსვლის დროს, კიდევ უფრო გაძლიერდება.
გაუქმებულია ფრენები, ჩჰან ჰოას, კუანგ ტრის, ჰუეს და დანანგის ცენტრალურ პროვინციებში მცხოვრებლებს სახლების დატოვება უბრძანეს. გაფრთილება გამოიცა გემებისთვის, მათ ზღვაში გასვლა აეკრძალათ.
მედიის ცნობით, შტორმი ჩინეთის, ჰაინანის კუნძულთან ახლოს გადის, სადაც ქვეყნის მეტეოროლოგიური სააგენტო 320 მმ-მდე ნალექს პროგნოზირებს.