"ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს უნგრეთისა და უკრაინის მეგობრობას" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა კი მეგობრობის არსებობა დამოკიდებულია უნგრეთის პოზიციაზე.

"ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს უნგრეთისა და უკრაინის მეგობრობას. ახლა კი მეგობრობის არსებობა დამოკიდებულია უნგრეთის პოზიციაზე. ჩვენ ვიყენებთ ჩვენს მიერ წარმოებულ შორი მოქმედების იარაღს. და სიმართლე გითხრათ, ბოლო დროს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ასეთ საკითხებს აღარ განვიხილავთ. ადრე, რუსეთის ტერიტორიაზე შორი დისტანციის დარტყმებისთვის ნებართვას ვითხოვდით, გახსოვთ, ჩვენს ენერგოსისტემაზე მათი დარტყმების შემდეგ ჩვენი საპასუხო დარტყმების შესახებ სხვადასხვა სიგნალი იყო. ეს დიდი ხნის წინ იყო, დღეს ჩვენ ეს აღარც კი გვახსოვს", -  აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.