პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ ვეტო დაადო კანონს, რომელიც ქვეყანაში მყოფი უკრაინის ყველა მოქალაქისთვის ფინანსურ დახმარებას და უფასო სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფდა.

ახლა ასეთი შეღავათები მხოლოდ ოფიციალურად დასაქმებულებისთვის შენარჩუნდება.

პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ ორშაბათს განაცხადა, რომ მან ხელი არ მოაწერა უკრაინის მოქალაქეებისთვის დახმარების შესახებ კანონში ცვლილებებს. მისი განმარტებით, "800+" შეღავათი მხოლოდ პოლონეთში მომუშავე უკრაინელებს უნდა მიეცეთ.

"მე არ შევიცვლი აზრს და მჯერა, რომ "800+" შეღავათი მხოლოდ იმ უკრაინელებისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რომლებიც პოლონეთში სამუშაოდ ძალისხმევას არ იშურებენ", - განაცხადა პრეზიდენტმა.