დიდ ბრიტანეთში, უაიტის კუნძულზე ვერტმფრენი ჩამოვარდა. BBC-ის ცნობით, ერთი ადამიანი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მედიის ცნობით, შემთხვევა ადგილობრივი დროით დაახლოებით 09:24 საათზე მოხდა.

ჰემფშირისა და უიაიტის კუნძულების სასწრაფო დახმარების სამსახურმა განაცხადა, რომ მათ ერთი პაციენტი საუთჰემპტონის უნივერსიტეტის საავადმყოფოს ტრავმების ცენტრში ვერტმფრენით გადაიყვანეს.

ჯერჯერობით უცნობია შემთხვევის შედეგად ვინმე კიდევ დაშავდა თუ არა.