საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამაო. მოვითხოვ, ღარიბაშვილთან ერთად, აკადემიკოსის ხარისხში აყვანილი იქნნენ ბოდბელი ეპისკოპოსი და შალვა კეკელია..
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამაო. მოვითხოვ, ღარიბაშვილთან ერთად, აკადემიკოსის ხარისხში აყვანილი იქნნენ ბოდბელი ეპისკოპოსი და შალვა კეკელია..
1789026091
ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, ეგ კაცი დაშლის "ნაცმოძრაობას", საკუთარ მოკავშირედ რომ აცხადებს ახლა და ყვება, მიშას და ბიძინას შერიგებისთვის როგორ იღწვის. თან ისე დაშლის, წელს რომ ვერ აითრევს ვერასდროს. შეიძლება, სწორედ ესაა მიზანი, ან შეიძლება ოპორტუნისტულად იყენებს მოფამფალებული ენმ-ის უღონობას და წყალწაღებულის მიერ ყველა ხავსის მოჭიდების სურვილს. არ ვიცი, და დიდად არც ჩავეძიები, ჩემი პრობლემა ეს არ არის.მიშამ კიდე ნიშნოს პარტიის ლიდერებად ურეპუტაციო დედალი იაგოები და სდიოს "ახლებს" ამორალური და ბინძური ტყუილებით. მარტო პარტია კი არ შემოეშლება ხელში, შემდეგ ინტერვიუებში უკვე ეს ქოცების ფულზე მჯდომი ფარჩაკი იმას მოყვება, ბიძინასთან სააკაშვილის შენათვალი როგორ მიქონდა და ამ შენათვალის შინაარსსაც გაგვაცნობს.მერე მამალი იაგოების და დედალი იაგოების კრიახი და ურთიერთკორტნა ვერ აღადგენს ჩაქვესკნელებულ რეპუტაციას. არც ეგ არაა ჩემი პრობლემა: ნაცებმა საკუთარი თავი თავად გადასცეს ხელში ქართული პოლიტიკის ყველაზე გამორჩეულ ნაძირლებს და მატყუარებს. ვეჭვობ, ეს არჩევანი ძვირად დაუჯდებათ", - წერს ნიკა გვარამია.
1789026026
სამართალდამცველი უწყების განცხადებით, გამოვლინდა სავარაუდო დანაშაულები, რომლებიც საფუძვლიან შესწავლებს საჭიროებს. რეპორტაჟში, სავარაუდოდ, ასახულია, თუ როგორ მსჯელობდნენ პარტიის მაღალჩინოსნები უცხოური წყაროებიდან სახსრების მიღებაზე.დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური მიზნებით უცხოური შემოწირულობების მიღება აკრძალულია. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული თანხა საბოლოოდ არ გადარიცხულა. ოპოზიციური პარტია ყველა ბრალდებას უარყოფს და განზრახ მის წინააღმდეგ წინასწარ მომზადებულ მიზანმიმართულ ქმედებებზე საუბრობს.
1789025941
ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" გამარჯვება "ნამდვილად დიდებულ საღამოდ" შეაფასა. მან ასევე გამოიყენა აბრევიატურა MGGA, რომელიც, სავარაუდოდ, მისი ცნობილი სლოგანის, "გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული", გერმანიაზე მორგებული ვერსიაა.AFP-ის ინფორმაციით, მერცის წარმომადგენელმა ტრამპის განცხადებაზე პირდაპირი პასუხი არ გასცა და თავი შეიკავა კომენტარისგან, არსებობდა თუ არა კავშირი ამ განცხადებასა და სატელეფონო საუბრის გაუქმებას შორის. თუმცა აღნიშნა, რომ კანცლერი "ზოგადი ფორმით" ხშირად აპროტესტებდა "შიდაპოლიტიკურ ვითარებაში ჩარევას ან კომენტარის გაკეთებას, განსაკუთრებით არჩევნებთან დაკავშირებით".
1789025874
უკრაინულმა მხარემ დაადასტურა, რომ როდესაც ზელენსკის ხომალდი კიშინიოვის აეროპორტში ასაფრენად ემზადებოდა, მოლდოვის საჰაერო სივრცეში რუსული რეაქტიული დრონი შევიდა. ინციდენტის გამო პრეზიდენტის რეისი შეყოვნდა, აეროპორტმა კი ფრენები დროებით შეაჩერა.პარალელურად, მოლდოვის პოლიციამ ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი, ასაფეთქებელი ნივთიერებით აღჭურვილი უპილოტო აპარატი აღმოაჩინა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისს მომხდარზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
1789025804
კირცხალია გამოეხმაურა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ისლანდიის რეფერენდუმის შედეგებს."მარტა კოსისთვის, კაია კალასისთვის და დღევანდელი ბრიუსელისთვის, დემოკრატია არის უკუღმა - უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზე და ამას არავინ შეეგუება", - აღნიშნა მან.კირცხალიამ ასევე უპასუხა კითხვას: ჟენევაში ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადება მოვისმინეთ, რომ საქართველოში კანონები არის შესაცვლელი. რას ნიშნავს ეს, ბოლო პერიოდის განმავლობაში არაფერი იცვლება?"ეს განცხადება ალბათ დაუდეს, ალბათ წარმოდგენაც არ აქვს რომელ ქვეყანაზე საუბრობდა. ესეც მიუთითებს იმ გაცვეთილ სცენარებზე და დაობებულ ბიუროკრატიაზე, რომელიც სამწუხაროდ, დღეს მძვინვარებს".
1789025679
ტრამპმა წინადადების შესახებ "რესპუბლიკური" პარტიის ისტორიაში პირველ ყრილობაზე განაცხადა, რომელიც შუალედური არჩევნებს ეძღვნებოდა. მედიის განმარტებით, ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ როგორ განხორციელდება გადახდები და იქნება თუ არა ის კანონიერი.იმის გათვალისწინებით, რომ შეერთებულ შტატებში დაახლოებით 270 მილიონი ზრდასრული ადამიანი ცხოვრობს, ამ იდეის განხორციელება დაახლოებით 1,35 ტრილიონი დოლარი დასჭირდება.გამოცემის ინფორმაციით, ტრამპის სიტყვით გამოსვლა 1 საათი და 45 წუთი გაგრძელდა. ტრამპმა თავისი პრეზიდენტობის ორ წელს, "პრეზიდენტობის ისტორიაში უდიდესი ორი წელი" უწოდა, რითაც საკუთარი თავი არჩევნების მთავარ ფიგურად წარმოაჩინა, მიუხედავად მისი, რომ მისი პოპულარობა მცირდება.
1788953448
იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA-ს ინფორმაციით, საუბარია რობერტა პინოტიზე, რომელიც თავდაცვის მინისტრის პოსტს მატეო რენცისა და პაოლო ჯენტილონის ცენტრისტულ-მემარცხენე მთავრობებში იკავებდა, რომელთა შეხედულებები ამჟამინდელი იტალიის მთავრობისგან განსხვავებული იყო.მედიის ცნობით, ექსპერტთა ჯგუფის შექმნის წინააღმდეგ საფრანგეთი და რიგი სხვა ქვეყნებიც გამოვიდნენ. მათ ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ საკითხი მინისტრთა დონეზე არ განხილულა და მოულოდნელი აღმოჩნდა ევროპის უმეტესი მთავრობებისთვის.ზეწოლა იმდენად ძლიერი იყო, რომ ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS) იძულებული გახდა ინიციატივაზე უარი ეთქვა.EEAS-ის პერსპექტივიდან გამომდინარე, ინიციატივის ექსპერტული და საკონსულტაციო ხასიათი ნიშნავდა, რომ ყველა ქვეყნის წარმომადგენლის მონაწილეობა საჭირო არ იყო და ყველაზე აშკარა კანდიდატები ყოფილი პოლიტიკური და სამხედრო ფიგურები იყვნენ.euronews-ის ინფორმაციით, ევროკავშირის სამმა წარმომადგენელმა, რომლებმაც საკითხის აქტუალურობის გამო ანონიმურობა ისურვეს, ინიციატივა შეაფასეს, როგორც "ცუდი მენეჯმენტი", "სამწუხარო შეცდომა" და "სრული წარუმატებლობა" (უცენზურო სიტყვების გამოყენებით), რაც ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მწვავე იყო უკმაყოფილება პროცესის მიმართ.
1788948677
გამოცემის ინფორმაციით, E1-ის ტერიტორიაზე მშენებლობას აშშ-ის ადმინისტრაციები - როგორც რესპუბლიკელები, ასევე დემოკრატები ეწინააღმდეგებოდნენ.დიდი ბრიტანეთის შემდეგ, კანადამ, დანიამ, ფინეთმა, საფრანგეთმა, ისლანდიამ, ირლანდიამ, ნორვეგიამ, პოლონეთმა, პორტუგალიამ, ესპანეთმა და შვედეთმა, "ეროვნული შეზღუდვების დაწესების და/ან ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის დასახლებებთან საქონლის ვაჭრობაზე ევროპული შეზღუდვების მხარდაჭერის“ შესახებ განაცხადეს.საპასუხოდ, ნეთანიაჰუს მთავრობამ აღმოსავლეთ იერუსალიმში ბრიტანეთის საკონსულოს დახურვის შესახებ განაცხადა, რომელიც პალესტინის ეროვნულ ხელისუფლებასთან ურთიერთობებს აკონტროლებს. მან ასევე გააძევა ბრიტანელი დიპლომატები და სამხედრო პერსონალი, რომლებიც აშშ-ის ხელმძღვანელობით ღაზას რეგიონის სამუშაო ჯგუფში ირიცხებოდნენ. ასევე, დაასრულა ბრიტანეთის სამხედრო საწვრთნელი მისია დასავლეთ სანაპიროზე.გამოცემა აღნიშნავს, რომ სანქციების გამოცხადებამდე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა პრეზიდენტ ტრამპს ინფორმაცია მიაწოდა.წყაროების ინფორმაციით, ტრამპს წინააღმდეგობა არ გაუწევია და ბერნჰემისთვის არ უთხოვია, რომ კურსი შეეცვალა.
პოლიციამ თამარ ელიზბარაშვილი დააკავა - მას სამართალდამცველების დაუმორჩილებლობას ედავებიან
1788285347
ჩერგოლეიშვილი ჟორჟოლიანზე: ამ სუნიან გოიმს აუხსენით, რომ შიმერებში, ბარიატრიის ისტორიებში, საკუთარი ჩამოთლილი ქონის ამბებში და სხვის დრამებში აკრეფილი ტრაფიკი არ ითვლება პოლიტიკაში!
1788357878
აფხაზი ბლოგერი, დაურ ბუავა საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
1787905776
"მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო თანამდებობა, პრინციპში - პოლიტიკაც" - მამუკა მდინარაძე
1787825447
ნეპალში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა - დაკარგულად ითვლება 800-მდე ადამიანი
1787828898