რა გეგმა აქვს ოპოზიციას 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის - "ნაციონალური მოძრაობა" და პაატა ბურჭულაძე არჩევნების დღეს რევოლუციას აანონსებენ და ახსენებენ "მშვიდობიან დამხობას".

პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ "მშვიდობიანი დამხობა - ეს არის ძალიან ლოგიკური, მარტივად გასაგები პროცესი." მან აქვე, მაგალითები მოიყვანა და გაიხსნება 2003 წლის პროცესები, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" სწორედ რევოლუციის გზით მოვიდა ხელისუფლებაში.

"მშვიდობიანი დამხობა ეს არის ძალიან ლოგიკური, მარტივად გასაგები პროცესი, რომელსაც ახორციელებს ქართველი ხალხი. ჩვენ ასეთი მაგალითები გვაქვს, საქართველოში თუნდაც, 2003 წელს, გვაქვს ახლო ქვეყანაში, სომხეთში, სადაც ფაშინიანმა მოახერხა ეს ყველაფერი ყოველგვარი ზედმეტი ძალადობისა და ზედმეტი ცუდი პროცესების გარეშე. ამიტომ, ქართველი ხალხი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას და დარწმუნებული ვარ, 4 ოქტომბერს, ძალიან ბევრი ადამიანი იქნება ქვეყნის მთავარ გამზირზე," - აცხადებს გიორგი ბოტკოველი.