განსაკუთრებით ველოდები, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ჩაუდგება სათავეში გაერთიანებულ ოპოზიციას, იმიტომ, რომ ვიცი ამ ადამიანის დესტრუქციული ხასიათი და დარწმუნებული ვარ, უახლოეს პირველივე შესაძლებლობაზე ისინი დიდ დაპირისპირებაში მოვლენ ერთმანეთთან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„პროცესები ძალიან საინტერესოა. კიდევ უფრო მეტად დაიძაბება, რაც უფრო მივუახლოვდებით საარჩევნო პერიოდს. განსაკუთრებით ველოდები, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ჩაუდგება სათავეში გაერთიანებულ ოპოზიციას, იმიტომ, რომ ვიცი ამ ადამიანის დესტრუქციული ხასიათი და დარწმუნებული ვარ, უახლოეს პირველივე შესაძლებლობაზე ისინი დიდ დაპირისპირებაში მოვლენ ერთმანეთთან, იმიტომ, რომ წარმოუდგენელია ამ ადამიანთან მუშაობა და ალბათ ნებისმიერი სხვა, ვისაც მასთან პირადად უმუშავია, ამას დაადასტურებს. ამიტომ, პროცესებიც ძალიან საინტერესოდ განვითარდება. ზუსტად ამ პროცესების განვითარების ეს მოდელი ახალისებს რიგ ჩვენს უცხოელ, ასე ვთქვათ, უცხო ქვეყნების წარმომადგენლებს, რომ გარკვეული დახმარება მიაწოდონ ქართულ ოპოზიციას, იმიტომ, რომ სრულიად დეგრადირებულია მთელი ოპოზიციური ველი და ახლა კიდე სალომე ზურაბიშვილის მეთაურობით მათი გაერთიანება კიდევ უფრო ერთ დიდი აბსურდის თეატრს დაემსგავსება.

თავისთავად ის, რომ „ლელოს“ არ უნდა გაიგივდეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მისი ფრთის ქვეშ შევიდეს, ეს ერთია, იმის გამოვლინება, რომ ჯერ კიდევ შერჩენია საღი გონი და ამ დაბინძურებულ, ამ რაღაც სისხლში გასვრილ პოლიტიკურ ძალასთან არ უნდა აფილირება, მაგრამ ამას ნამდვილად ვერ მოახერხებს. ყველა პრინციპულ მომენტში ისინი ერთად იდგნენ და ნამდვილად ვერ მოატყუებს ამ ტაქტიკური სვლით ამომრჩეველს და მეორე ის არის, რომ მათ ფიზიკურად ერთმანეთში საუბარიც კი არ შეუძლიათ.

წარმოიდგინეთ, საზოგადოებას ატყუებენ, რომ კოალიციური მთავრობის და ხელისუფლების აუცილებლობაში, საჭიროებაში, ამ ყველაფრის სიკეთეებში აჯერებენ და კოალიციურ მთავრობამდე ელემენტარულ შეთანხმებასაც ვერ ახერხებენ, არათუ შემდეგ უკვე ამ კოალიციურად სახელმწიფოს მართვის ნაწილში“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.


მსგავსი სიახლეები